მცხეთის მუნიციპალიტეტის ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე წელს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი შესრულდა.
მერიის დაფინანსებით, სოფელ ლისში, ორ ლოკაციაზე, განხორციელდა შიდასაუბნო გზის რეაბილიტაცია. მოეწყო ასფალტბეტონის საფარი და სანიაღვრე არხები. სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულებამ 159 953 ლარი შეადგინა.
ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, გზა ასევე კეთილმოეწყო სოფელ მუხათწყაროში, ახლად გაკეთებული სანიაღვრე არხები კი დაიფარა ცხაურებით. შიდასაუბნო გზების განსაზღვრული მონაკვეთები მოიხრეშა სოფლებში - ბევრეთში, ძალაანთხევსა და ნახშირგორაში.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფლებში - მუხათწყაროში, წოდორეთსა და ნაფეტვრებში გარე განათებები დამონტაჟდა, ხოლო რეგიონული პროექტების განვითარების ფონდიდან 210 134 ლარით სოფელ ბევრეთში,
სტიქიის შედეგად დაზიანებულ გზაზე, დაფინანსდა ნაპირსამაგრი სამუშაოები.
გარდა განხორციელებული პროექტებისა, მიმდინარე წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია სკვერის მოწყობა ლისის საფეხბურთო მოედნის მიმდებარედ.
ასევე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ უკვე შეისყიდა გზების რეაბილიტაციისთვის პროექტები სოფელ ლისში - ორ ლოცაციაზე, მსხალდიდში - სამ ლოკაციაზე, ნაფეტვრებში - გეოლოგების ქუჩის ერთკილომეტრიან მონაკვეთზე და ნახშირგორაში - მისასვლელი გზის ერთ კილომეტრზე მეტ მონაკვეთზე.
სოფელ წოდორეთის მე-2 და მე-9 ქუჩებისთვის სანიაღვრე არხების მოსაწყობად კი მიმდინარეობს პროექტირება.