მცხეთის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერი, გოგი აბუაშვილი მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე ზაგაშვილმა და მხარის დელეგატმა დიმიტრი ხუნდაძემ მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებსა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს წარუდგინეს.
შეხვედრაზე გოგი აბუაშვილის საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებაზე გაამახვილეს ყურადღება, მუნიციპალიტეტის გაძლიერების პროცესში მის ჩართულობაზე ისაუბრეს და წარმატებები უსურვეს. ასევე, მცხეთის მუნიციპალიტეტის ყოფილ მერს, დიმიტრი ზურაბიშვილს გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადეს.
გოგი აბუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობის შედეგად, მცხეთის მუნიციპალიტეტი კიდევ უფრო მეტად განვითარდება.