მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სასკოლო სპორტული ოლიმპიადა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურისა და ა(ა)იპ სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლის ორგანიზებით, მინი ფეხბურთში 2025-2026 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური თამაშები გაიმართა. 

შეჯიბრში მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიდან 18 გუნდი მონაწილეობდა. 

ვაჟთა შორის ფინალურ თამაშში ერთმანეთს მუხრანის N1 საჯარო სკოლისა და თორმეტი მოციქულის სახელობის მცხეთის  გიმნაზიის გუნდები შეხვდნენ. გამარჯვება მუხრანის ვაჟთა გუნდმა მოიპოვა. 

გოგონათა შორის ფინალში მუხრანისა და ძეგვის საჯარო სკოლების გუნდების დაპირისპირება მუხრანის გამარჯვებით დასრულდა. 

ღონისძიების ორგანიზატორებმა გამარჯვებულებს რეგიონულ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და სიგელები გადასცეს. 

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ორწლიანი ციკლის გამარჯვებული სკოლები სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატების საგზურებს მოიპოვებენ. 

2023-2024 წლების სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში,  სუპერფინალის გამარჯვებული მინი ფეხბურთში მცხეთის N1 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდი გახდა.  სპორტსმენები, საქართველოს სახელით, 11-20 ნოემბერს, ბრაზილიაში სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას. 

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია სასკოლო ოლიმპიადის ყველა მონაწილეს წინსვლასა და წარმატებებს უსურვებს.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018