ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში მწერლის დაბადებიდან 188-ე წელი აღინიშნა.
ღონისძიებას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გოგი აბუაშვილი, მერის მოადგილე გიორგი მძევაშვილი და მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში, მუზეუმის მიმდებარედ არსებულ
"ილიას ხეივანში" საზეიმოდ გაიხსნა აკაკი წერეთლისა და გალაკტიონ ტაბიძის ბიუსტები.
ასევე, გაიმართა პრემია „საგურამოსა“ და ილიას მედლის ლაურეატთა დაჯილდოების ცერემონიალი.
საიუბილეო საღამოს ესწრებოდნენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მწერლები და საზოგადო მოღვაწეები.