მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატი

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძემ, სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის რეგიონის კოორდინატორთან,  N1 საჯარო სკოლის დირექტორთან და პედაგოგებთან ერთად, მცხეთის N1 საჯარო სკოლის საფეხბურთო გუნდი სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად ბრაზილიაში გააცილა. 

სპორტსმენები სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა, მამა დავით ჯიშკარიანმა დალოცა და ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობა უსურვა.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, მინი ფეხბურთის სუპერფინალის გამარჯვებული მცხეთის N1 საჯარო სკოლის გუნდი, საქართველოს სახელით, მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 11-20 ნოემბერს მიიღებს.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018