მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გოგი აბუაშვილი, მერის პირველი მოადგილე გივი გიუტაშვილი და მოადგილე გიორგი მძევაშვილი, ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის პროცესთან დაკავშირებით, შეხვედრას დაესწრნენ.
პროექტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტო (SUDA), საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, ახორციელებს.
პროექტის შესრულება უზრუნველყოფს „ერთი ფანჯრის პრინციპის“ დანერგვას ურბანული მართვის პროცესებში, ინფორმაციის საჯაროობას, გამჭვირვალობასა და ხელმისაწვდომობას.
მოქალაქეებს შეეძლებათ დროის, ფინანსებისა და ენერგიის დანახარჯის გარეშე, სახლიდან გაუსვლელად, მოითხოვონ სამშენებლო ნებართვა, წარადგინონ ქალაქმშენებლობითი პროექტები და განახორციელონ სხვა სივრცითი კოდექსით გათვალისწინებული მოქმედებები.
საკითხთან დაკავშირებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ საკონსულტაციო შეხვედრებს, ასევე, ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები, მოქალაქეები, არქიტექტორები და დარგის მომიჯნავე სხვა სპეციალისტები.