მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


შეხვედრა თანამშრომლებთან და მერის წარმომადგენლებთან

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი მძევაშვილმა, მიწის სისტემურ რეგისტრაციასთან დაკავშირებით, მერიის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებთან და მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის კოორდინაციის გაძლიერებასა და მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესში მოსახლეობის აქტიურ ჩართულობაზე.

მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ იუსტიციის სახლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებში ან ვებპორტალზე slr.napr.gov.ge შეავსონ მიწის ნაკვეთის აზომვის მოთხოვნის განაცხადი, რის შემდეგაც საჯარო რეესტრის ამგეგმავთა ჯგუფები თითოეულ მოქალაქეს გაუწევენ შესაბამის მომსახურებას.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018