მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გოგი აბუაშვილმა, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, არსებული გამოწვევები, მათი ეფექტურად მოგვარების გზები და სხვა პრიორიტეტული საკითხები. 

გოგი აბუაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე გაამახვილა და პრობლემური საკითხების უმოკლეს დროში გადაჭრის მიზნით, მერის წარმომადგენლებს აქტიური კომუნიკაციისკენ მოუწოდა.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა მერის პირველი მოადგილე გივი გიუტაშვილი.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018