მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გოგი აბუაშვილმა მერიის დაქვემდებარებაში შემავალ ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ა(ა)იპ-ებში განხორციელებული აქტივობები, ინფრასტრუქტურულ, კულტურულ და საგანმანათლებლო სექტორებში მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები. საუბარი ასევე შეეხო შრომით საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებსა და არსებულ საჭიროებებს.
შეხვედრის დასასრულს მერიის დაქვემდებარებაში შემავალი სამსახურებისათვის განისაზღვრა სამომავლოდ განსახორციელებელი ღონისძიებები.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები - გიორგი თალაშვილი და გიორგი მძევაშვილი.