ა(ა)იპ მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურში მრავალწლიანი თავდაუზოგავი შრომისა და ქალაქ მცხეთის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ კაპანაძეს მადლობის სიგელი გადასცა.
შეხვედრისას გოგი აბუაშვილმა და მერის მოადგილეებმა აღნიშნეს, რომ ნოდარ კაპანაძე 33 წლის განმავლობაში ა(ა)იპ მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის პოზიციაზე დაკისრებულ მოვალეობებს კეთილსინდისიერად ასრულებდა.
,,ათწლეულების განმავლობაში ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ნოდარ კაპანაძის მიერ გაწეული შრომა დასაფასებელია და განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს. მადლობას ვუხდი მას პროფესიონალიზმისთვის და დაკისრებული საქმის სიყვარულისთვის.“ - განაცხადა გოგი აბუაშვილმა.
ნოდარ კაპანაძეს მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის, ასევე, მინიჭებული აქვს მცხეთის საპატიო მოქალაქის წოდება.