მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


შიდა საუბო გზების მოწყობა გალავანის ადმინისტაციულ ერთეულში

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - გალავანსა და წინამძღვრიანთკარში შიდა სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. 

სოფელ გალავანში რეაბილიტირდა 1 200 მეტრი სიგრძის გზა. პროექტის ფარგლებში, დაიგო ასფალტის საფარი და მოპირკეთდა ჩიხებში შესასვლელი გზის მონაკვეთები. 

სოფელ წინამძღვრიანთკარში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 540 მეტრი სიგრძის გზას, სადაც დაიგო ბეტონის საფარი. 

საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ჯამში, 507 000 ლარზე მეტით დაფინანსდა.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018