მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


გამწვანების აქცია საქპატენტში

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გოგი აბუაშვილმა, საქპატენტის თავმჯდომარესთან, სოსო გიორგაძესთან ერთად, გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა. 

ღონისძიების ფარგლებში, საქპატენტის მცხეთის სათაო ოფისის ტერიტორიაზე სხვადასხვა ჯიშის დეკორატიული ხე-მცენარე და  მარადმწვანე ნერგი დაირგო. ასევე,  ხელმძღვანელმა პირებმა დაათვალიერეს საქპატენტის საგამოფენო სივრცე და ღვინის მარანი.

ღონისძიების დასასრულს აღინიშნა, რომ უწყების ტერიტორიაზე ორი წლის განმავლობაში უკვე ორასამდე სხვადასხვა ჯიშის მცენარეა დარგული.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018