მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გოგი აბუაშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ალექსანდრე ზაგაშვილთან, მცხეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მდინარე ნარეკვავის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
პროექტი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში, წეროვნის დევნილთა დასახლების მიმდებარედ ხორციელდება. სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტიდან 700 000 ლარამდე თანხით ფინანსდება.
,,ძლიერი წვიმის დროს, არხის მიმდებარედ მცხოვრები ჩვენი მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებსა და სავარგულებს დატბორვის საფრთხე ექმნებოდა, ფერხდებოდა გადაადგილებაც. აღნიშნული საპრევენციო სამუშაოების განხორციელება ხელს შეუწყობს უსაფრთხო გარემოს შექმნას,”- აღნიშნა გოგი აბუაშვილმა.