მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მტკვარზე მშენებარე ახალი ხიდისა და ფარნავაზის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გოგი აბუაშვილმა ქალაქ მცხეთაში მდინარე მტკვარზე მშენებარე ახალი ხიდისა და  ფარნავაზის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში მცხეთაში, მდინარე მტკვარზე არსებული ხიდის გვერდით, ახალი ხიდის სამშენებლო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. 

ახალი ხიდი სრულად  უზრუნველყოფს თავისუფალ სატრანსპორტო მოძრაობას.  

ასევე, აქტიურად მიმდინარეობს ხიდთან არსებული ფარნავაზის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. ირგვება მწვანე ნარგავები, იგება ბორდიულები და წესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა.

პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

მიმდინარე სამუშაოებს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, ასევე გაეცნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები, მერის პირველი მოადგილე გივი გიუტაშვილი და მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი კვახაძე.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018