მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთის საახალწლო ილუმინაციებით მორთვა აქტიურად მიმდინარეობს

ქალაქ მცხეთის საახალწლო ილუმინაციებით მორთვა აქტიურად მიმდინარეობს. სამონტაჟო სამუშაოები ფარნავაზის მოედნიდან ნარეკვავის დასახლებამდე მონაკვეთში ხორციელდება. 

21 დეკემბერს მცხეთის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება. 

ნაძვის ხის ანთების ღონისძიების ფარგლებში გაიმართება საახალწლო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბენდი - The Light Room, მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიჭუნათა ანსამბლი “მცხეთა”, ანრი ჯოხაძე და ბენდი. 

ღონისძიება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართება.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018