მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გოგი აბუაშვილი და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძ ე მცხეთის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციურ ცენტრში საახალწლო ღონისძიებას დაესწრნენ.
შემოქმედებით საღამოზე საახალწლო ტრადიციების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, ახალგაზრდების მონაწილეობით მოეწყო სიმღერის, ცეკვისა და მხატვრული ნომრები, ასევე, წარმოდგენილი იყო საგამოფენო სივრცეები და სხვა თემატური აქტივობები.
ღონისძიება - „საახალწლო ტრადიციები საქართველოში“ - მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების ორგანიზებით ჩატარდა.