მცხეთაში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. საახალწლო ილუმინაციებით ასევე განათდა ქალაქის ცენტრალური მოედანი და ქუჩები.
ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გოგი აბუაშვილმა.
„2026 წელი მშვიდობისა და ბედნიერების წელი ყოფილიყოს. მჯერა, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტს ყველა ერთად კიდევ უფრო ლამაზსა და წარმატებულს გავხდით,“ - განაცხადა გოგი აბუაშვილმა.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებული ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბენდი - The Light Room, მცხეთის ბიჭუნათა ანსამბლი „მცხეთა“, ანრი ჯოხაძე და ბენდი. საღამო საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.
ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.