ქალაქ მცხეთაში 2025 წლის მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საფეხბურთო ჩემპიონატში გამოვლენილი პრიზიორი გუნდები დაჯილდოვდნენ.
გამარჯვებულებს თასები და შესაბამისი სიგელები მცხეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა თამაზ გრძელიშვილმა გადასცა.
საპრიზო ადგილები დაიკავეს 2011 – 2012 წლებში დაბადებულთა შორის:
• მუხრანის ,,ბური’’ - მცხეთა
• დუშეთის ,,არაგვი’’ - დუშეთი
• ძეგვის ,,ციხედიდი’’ - მცხეთა
2013 – 2014 წლებში დაბადებულთა შორის:
• ახალგორის ,,ახალგორი’’ – ახალგორი
• „დუშეთის აკადემია’’ - დუშეთი
• ქსანის ,,ქსანი’’ - მცხეთა
მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ჩემპიონატში, მხარის მასშტაბით, 2011-2012 და 2013-1014 წლებში დაბადებულ ფეხბურთელთა 18 გუნდი მონაწილეობდა. ორგანიზატორებისგან პრიზიორი გუნდები ასევე დაჯილდოვდნენ სპორტული ინვენტარითა და მედლებით, გამორჩეულ ფეხბურთელებს კი ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.