მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი 1 000 ერთეული ნაგვის კონტეინერი შეიძინა.
ა(ა)იპ მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ ახალი კონტეინერები ეტაპობრივად განთავსდება მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში, ხოლო ამორტიზებული ურნები ახლით ჩანაცვლდება.
ასევე დაგეგმილია ცენტრალურ ქუჩებსა და სკვერებში დამატებით 200 ერთეული მცირე ზომის სანაგვე ურნის განთავსება და დასუფთავების სპეციალური ავტომანქანების დამატება, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში დასუფთავების სერვისის, ეკოლოგიური მდგომარეობისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების დაბინძურებისგან და საყოფაცხოვრებო ნარჩენები განათავსონ ნაგავშემკრებ კონტეინერებში.