2025 წლის საუკეთესო რეგიონულ ორგანიზაციად მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ოლიმპიური ორგანიზაცია დასახელდა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ჯილდო რეგიონული ოლიმპიური ორგანიზაციისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელს, თამაზ გრძელიშვილს გადაეცა.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს მცხეთა-მთიანეთის რეგიონულ ოლიმპიურ ორგანიზაციას მიღწეულ წარმატებას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს!