29 დეკემბერს, 17:00 საათზე, მცხეთაში, სვეტიცხოვლის მოედანზე, საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროსა და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, საახალწლო კონცერტი გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ:
- ქუჩის მუსიკოსები
- გიორგი ელიზბარაშვილი
- მარიტა როხვაძე
- ლევან ყანდიაშვილი
- კვარტეტი ,,უნისონი“
- ლიზა ბაგრატიონი
- ნუკრი კაპანაძე
- ჯგუფი ,,ალილო“
- ,,ღამის შოუს ბენდი“
საღამოს გაუძღვებიან გიორგი გაბუნია და ჯიმი აბესაძე;
სადღესასწაულო პროგრამა:
17:00 - 20:00 - თოვლის პაპა შეხვდება ბავშვებს და დაურიგებს საჩუქრებს, ზღაპრული გმირები კი შესთავაზებენ სახალისო და მხიარულ პროგრამას
20:00 - 22:00 - სადღესასწაულო კონცერტი
ასევე 27 დეკემბრიდან 8 იანვრამდე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სვეტიცხოვლის მოედანზე მოეწყობა ,,საახალწლო სოფელი“, რომლის ფარგლებშიც გაიმართება ტკბილეულის, საახალწლო აქსესუარებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.