თოვლის გამო, მცხეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი მოძრაობის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.
საგურამოსა და ნიჩბისის ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც საავტომობილო გზების პრობლემურ ადგილებზე ინტენსიურ რეჟიმში დაიყარა ქვიშა-მარილის ნარევი, გადაადგილება ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის ამ ეტაპზე შეუფერხებლადაა შესაძლებელი.
სამუშაოები აქტიურად გრძელდება მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას მოგიწოდებთ, იმოძრაოთ გამართული ავტოტრანსპორტით და გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე გადაადგილებისას.