მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


საახალწლო ღონისძიება სვეტიცხოვლის მოედანზე

მცხეთაში, სვეტიცხოვლის მოედანზე, საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, საახალწლო კონცერტი გაიმართა. 

ღონისძიებას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გოგი აბუაშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, მცხეთის მერის მოადგილეები - გიორგი მძევაშვილი, გოგა თალაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

საახალწლო კონცერტში მოწვეული შემსრულებლები მონაწილეობდნენ. შემოქმედებითი საღამო ასევე მოიცავდა საბავშვო აქტივობებს, რომლის ფარგლებშიც პატარები თოვლის პაპამ დაასაჩუქრა. 

სვეტიცხოვლის მოედანზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით,  კი გახსნილია "საახალწლო სოფელი", სადაც მეწარმეებისთვის მოწყობილ სივრცეებში 8 იანვრამდე ტკბილეულის, საახალწლო აქსესუარებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018