ქალაქ მცხეთაში საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე თემატური აქტივობებით აღინიშნა.
თარიღთან დაკავშირებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გივი გიუტაშვილმა საქართველოს დროშა მერიასთან, სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, საზეიმოდ აღმართა და დამსწრე საზოგადოებას ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს დღე მიულოცა.
ღონისძიებას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები - გიორგი მძევაშვილი, გოგა თალაშვილი და მერიის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო დროშები ასევე გამოიფინა ქალაქ მცხეთის ცენტრალურ მოედანზე.