მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის განხილვა მცხეთაში

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია მცხეთა-მთიანეთის  რეგიონის მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან განიხილა.

შეხვედრას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გოგი აბუაშვილი, მხარის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე და მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე ზაგაშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში დეტალურად ისაუბრეს რეფორმის ძირითად ამოცანებზე, რომლებიც ზოგადი განათლების საფეხურზე არსებული გამოწვევების ეფექტურად დაძლევას, სასწავლო პროცესის გაუმჯობესებასა და განათლების ხარისხის ამაღლებას ისახავს მიზნად.

სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის აქტუალურ საკითხებზე მინისტრისგან მიეღოთ ამომწურავი პასუხები და კონცეფციის შესახებ თავიანთი  მოსაზრებები და რეკომენდაციები  გაეზიარებინათ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე - გოჩა ქავთარაძე და საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018