მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


გრძელდება თოვლისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გოგი აბუაშვილი, მოადგილეებთან - გიორგი მძევაშვილთან და გოგა თალაშვილთან ერთად, საგურამოში  თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდის სამუშაოებს გაეცნო. 

მცხეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი მოძრაობის მიზნით, რამდენიმე დღეა თოვლისგან ინტენსიურად იწმინდება გზები და იყრება ქვიშა- მარილის ნარევი. 

სატრანსპორტო საშუალებების შეუზღუდავი გადაადგილების უზრუნველსაყოფად, სპეცტექნიკა ყველა მიმართულებით  აქტიურად აგრძელებს მუშაობას. პროცესში ჩართულები არიან მერიის წარმომადგენლები. 

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას მოგიწოდებთ, იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით და გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე გადაადგილებისას.


© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018