მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთის სასპორტო სკოლაში წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვეს

ა(ა)იპ სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლაში შექმნილმა დროებითმა სამუშაო კომისიამ, 2025 წლის შედეგების მიხედვით, 10 წარმატებული სპორტსმენი და 4 მწვრთნელი გამოავლინა.

წარმატებული შედეგების მქონე სპორტსმენები და მწვრთნელები მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი კვახაძემ და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა თამაზ გრძელიშვილმა დიპლომებითა და საჩუქრებით დააჯილდოვეს.  

ხელისუფლების წარმომადგენლებმა სპორტსმენებს მადლობა გადაუხადეს  მიღწეული შედეგებისთვის და შემდგომი წარმატებები უსურვეს.

სასპორტო სკოლის 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენად - ნინო ბექაური (კრივი), საუკეთესო მწვრთნელად - ივანე რთველიაშვილი (ველოსპორტი), საუკეთესო გუნდად  კი ველოსიპედისტთა გუნდი დასახელდა.

დაჯილდოების ღონისძიება, ა(ა)იპ სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლის ორგანიზებით, მცხეთის განათლებისა და კულტურის მულტიფუნქციურ ცენტრში ჩატარდა.

ფოტოები ვრცლად


© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018