
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გოგი აბუაშვილი საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელსა და კომპანია ,,ბლექ სი გრუპის” ხელმძღვანელობას შეხვდა.
შეხვედრაზე ქალაქ მცხეთის ცენტრალური გზის რეაბილიტაციისთვის საჭირო სამუშაოები განიხილეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სამუშაო ჯგუფთან ერთად, მცხეთის საავტომობილო გზის პრობლემური ადგილები დაათვალიერეს და შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამუშაოებისთვის საჭირო დეტალები დააზუსტეს.
პროექტი მცხეთაში, ნარეკვავიდან ფარნავაზის მოედნამდე, ცენტრალური გზის რეაბილიტაციას ისახავს მიზნად. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გზის კეთილმოწყობის სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანია მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში განახორციელებს.
ადგილზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ასევე, იმყოფებოდნენ მერის პირველი მოადგილე გივი გიუტაშვილი, მერის მოადგილე გიორგი მძევაშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი ნიკა გვენეტაძე, კომპანია ,,ბლექ სი გრუპის” გენერალური დირექტორი ამირან მამუჭაძე და მერის წარმომადგენელი ქალაქ მცხეთაში, ილია ჯიშკარიანი.