მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 2026 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები 4 თებერვლიდან დაიწყება. 

საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, პროგრამის ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილია 846 000 ლარი. თანხა ადმინისტრაციულ ერთეულებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდება.

განსახორციელებელ პროექტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობა ერთობლივად, ხმათა უმრავლესობით, არსებული პრიორიტეტების გათვალისწინებით, საერთო კრებებსა და კონსულტაციებზე შეარჩევს. 

სოფლებში საერთო კრებებისა და კონსულტაციების განრიგი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://drive.google.com/…/1vCyMEHfiR…/view

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელებს მითითებულ ბმულზე: https://mtskheta.gov.ge/ka/structure/administrative-units

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018