მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მოქალაქეთა მიღება

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა მოქალაქეთა მიღება გამართა.

შეხვედრის ფარგლებში გოგი აბუაშვილმა პირადად მოისმინა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები და კომპეტენციის ფარგლებში მათ დახმარება აღუთქვა.

„მოქალაქეებთან შეხვედრები მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლას, საზოგადოების წინაშე არსებული საჭიროებების გამოვლენასა და პროცესის ეფექტურად მართვას, რაც საბოლოო ჯამში პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა გოგი აბუაშვილმა.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღება იმართება ყოველ ხუთშაბათს, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018