მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გოგა თალაშვილი, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობას შეხვდა.

საერთო კრებებს საგურამოს, გალავნის, ჯიღაურასა და ნავდარაანთკარის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში ასევე, ესწრებოდნენ კომისიის წევრები და მერის წარმომადგენლები. 

შეხვედრებზე მოსახლეობის მიერ პრიორიტეტულად დასახელდა შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები:

გალავანი - სკოლის მიმდებარედ საფეხმავლო ბილიკის მოწყობა, ნაგვის ურნების განთავსების ადგილის შემოღობვა;

საგურამო, შანკევანი და ახალსოფელი - ნაგვის ურნების განთავსების ადგილის ბეტონით მოპირკეთება და შემოღობვა;

წიწამური - გარე განათების მოწყობა და შიდა საუბნო გზის მოხრეშვა;

ჭილაანთკარი - შიდა საუბნო გზების მოხრეშვა;

კოტორაანთკარი - სასმელი წყლის სათავის რეკონსტრუქცია და შიდა საუბნო გზის მოხრეშვა;

ბურიანი - შიდა საუბნო გზის მოხრეშვა და სანიაღვრე არხის მოწყობა;

არაშენდა - კერძო საკუთრებიდან სასმელი წყლის მილების გამოტანა და შეცვლა;

ბიწმენდი, ზაქარო და წინამძღვრიანთკარი -  ნაგვის ურნების განთავსების ადგილის შემოღობვა და გარე განათების მოწყობა;

ჯიღაურა - სოფლის სასაფლაოს მიმდებარედ დამხმარე შენობა-ნაგებობის მოწყობა;

ნავდარაანთკარი - ორ ლოკაციაზე სასმელი წყლის სათავე ნაგებობის რეკონსტრუქცია.

საერთო კრებებზე დასახელებულ პროექტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია წლის ბოლომდე განახორციელებს.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები და კონსულტაციები 18 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. 

შეხვედრების განრიგი და დასახლებებში განსახორციელებელი პროექტისთვის ზღვრული საორიენტაციო თანხის ოდენობა იხილეთ ბმულზე: https://drive.google.com/…/1vCyMEHfiR…/view…

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018