მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა

მცხეთის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. 

განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გოგა თალაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი კვახაძე სხვადასხვა სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ. 

მოქალაქეებთან შეხვედრისას პრიორიტეტულად დასახელდა შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები:

ძეგვი, სათოვლე - საკანალიზაციო ჭებისა და სისტემის რეაბილიტაცია და სანაგვე ურნების შემოღობვა, გარე განათების მოწყობა, გზების მოხრეშვა; 

ხეკორძი - სარწყავი არხის რეაბილიტაცია და სანაგვე ურნების შემოღობვა; 

ზაჰესი - შიდა საუბნო გზების მოხრეშვა; 

მუხათგვერდი - სანიაღვრის რეაბილიტაცია, შიდა საუბნო გზებზე არსებული ორმოულების შეკეთება;

კარსანი - შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია;

ნატახტარი - სოფლის სასაფლაოს შემოღობვა;

ახალუბანი - სპორტული მოედნის მიმდებარედ ტერიტორიის კეთილმოწყობა; 

მისაქციელი - სასმელი წყლის სიტემის მოწყობა;

ნავაზი - გარე სავაჭრო სივრცის მოწყობა;

მოსახლეობასთან შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ კომისიის წევრები და მერის წარმომადგენლები.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები და კონსულტაციები 18 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. 

შეხვედრების განრიგი და დასახლებებში განსახორციელებელი პროექტისთვის ზღვრული საორიენტაციო თანხის ოდენობა იხილეთ ბმულზე: https://drive.google.com/…/1vCyMEHfiR…/view…

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018