თოვის გამო, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი მოძრაობის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.
ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში, ასევე შანკევანში და ზემო წეროვნის მიმართულებით, საავტომობილო გზების პრობლემურ ადგილებზე მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ დილიდანვე დაიყარა ქვიშა-მარილის ნარევი.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას მოგიწოდებთ, იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე გადაადგილებისას.