მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

მცხეთის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით საერთო კრებებს აღდგომლიანთკარის, მუხრანის, ქსოვრისის, ვაზიანის, ძალისის,  ერედის, წეროვნის, ციხისძირის, ძველი ქანდის, ნიჩბისისა და ქსნის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები - გიორგი მძევაშვილი, გოგა თალაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი კვახაძე, მოადგილე გიორგი ჯიქია, კომისიის წევრები, მერის წარმომადგენლები და საკრებულოს დეპუტატები დაესწრნენ. 

შეხვედრებზე მოსახლეობის მიერ დასახელდა სოფლებისთვის საჭირო პრიორიტეტული პროექტები, მათ შორის - საუბნო გზის მოხრეშვა, გზისპირა არხის მოწყობა, სასაფლაოს შემოღობვა, სასმელი წყლის მაგისტრალისა და ბაზრის მოწყობა, გარე განათების მონტაჟი და სპორტული მოედნის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. 

დასახელებულ პროექტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წლის ბოლომდე განახორციელებს.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები 18 თებერვალს დასრულდება. 

შეხვედრების განრიგი და დასახლებებში განსახორციელებელი პროექტისთვის ზღვრული საორიენტაციო თანხის ოდენობა იხილეთ ბმულზე:

https://drive.google.com/…/1vCyMEHfiR…/view…

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018