მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


დასკვნითი კრება ლისისა და ცხვარიჭამიის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, გოგი აბუაშვილი ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში გამართულ საერთო კრებას მერის მოადგილესთან, გოგა თალაშვილთან და თვითმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

2026 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.

დასკვნითი კრება ლისისა და ცხვარიჭამიის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ჩატარდა. 

საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში წელს მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილია 846 000 ლარი. თანხა, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ადმინისტრაციულ ერთეულებზე გადანაწილდა.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მიზნად ისახავს სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურულ კეთილმოწყობას და ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, სოფლების პრიორიტეტების განსაზღვრისა და სამომავლო განვითარების პროცესში.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018