მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ქალაქ მცხეთაში ჯავახიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გივი გიუტაშვილმა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა  ქალაქ მცხეთაში ჯავახიშვილის ქუჩის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები  დაათვალიერეს.

პროექტის ფარგლებში 600 მეტრამდე სიგრძის მონაკვეთზე მოიჭრა გრუნტი, მოეწყო გზის საფუძველი და დაიგო ასფალტბეტონის საფარის პირველი ფენა.  ასევე განახლდა და მიწის ქვეშ განთავსდა ქუჩაზე არსებული  კომუნიკაციების ნაწილი. 

პროექტის მიხედვით დაგეგმილია ასფალტბეტონის მეორე ფენის დაგება, გვერდულებისა და ბორდიულების მოწყობა,
მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების ჭიშკრებამდე ასფალტის საფარის დაგება და ახალი გარე განათებების დამონტაჟება. 

სარეაბილიტაციო სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან 295 760 ლარით ფინანსდება.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018