ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდობის სააგენტო იწყებს პროექტს, რომლის მიზანია რეგიონებში ახალგაზრდული სფეროს გაძლიერება, ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის ზრდა და შესაძლებლობებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.
საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან შეირჩევა თითო ახალგაზრდა დელეგატი.
- თუ ხარ 16-დან 29 წლამდე;
- ხარ აქტიური, მოტივირებული და გიყვარს კომუნიკაცია;
- გინდა რეალური ცვლილების ნაწილი გახდე; ეს შესაძლებლობა შენთვისაა!
რას საქმიანობს დელეგატი?
- გაავრცელებს ინფორმაციას ახალგაზრდული პროგრამებისა და შესაძლებლობების შესახებ;
- ითანამშრომლებს ადგილობრივ ახალგაზრდებთან;
- ორგანიზებას გაუწევს საინფორმაციო შეხვედრებსა და მცირე აქტივობებს;
- იქნება ახალგაზრდებსა და სააგენტოს შორის საკომუნიკაციო ხიდი.
- რას მიიღებ?
- სპეციალურ გადამზადებას თბილისში;
- ლიდერული და ციფრული უნარების განვითარებას;
- ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდულ ქსელში ჩართვას;
- გამოცდილებას, კარიერული ზრდის მიზნით.
- საუკეთესო დელეგატებს ელოდებათ საერთაშორისო სასწავლო ვიზიტი.
- განაცხადების მიღება: 2026 წლის 20 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით
- დეტალური ინფორმაცია და რეგისტრაცია:
http://forms.office.com/e/7imztg06zA?origin=lprLink
გახდი შენი მუნიციპალიტეტის ხმა!