საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ინიციატივით, მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტების შემუშავების პროცესის ფარგლებში, პირველი რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს დოკუმენტების შემუშავების ეტაპები, მეთოდოლოგიური მიდგომები, სტრუქტურა და ფორმატი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და თვითმმართველობის წარმომადგენლების ჩართულობის მნიშვნელობაზე, პროცესის ეფექტიანად და სრულფასოვნად წარმართვის მიზნით.
შეხვედრას რეგიონული განვითარების სამინისტროს რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი დიდიძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე ზაგაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, რეგიონებში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები, სამუშაო ჯგუფის წევრები და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.