მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


გზების გაწმენდითი სამუშაოები

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მცხეთის მუნიციპალიტეტში შექმნილი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებები ინტენსიურად ხორციელდება. 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის მერი გოგი აბუაშვილი, მოადგილეებთან - გიორგი მძევაშვილთან და  გოგა თალაშვილთან, ასევე მერიისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ელექტროენერგიის აღდგენით და გზის გაწმენდით სამუშაოებს სოფლებში - საგურამოში, ნავდარაანთკარში, შანკევანსა და ძეგვში გაეცნო. 

ამ ეტაპისათვის მუნიციპალიტეტში მობილიზებულია ტექნიკა და შექმნილია სამუშაო ჯგუფები, რომლებიც დღე-ღამის  განმავლობაში აქტიურად მუშაობენ. 

გზების გაწმენდითი და ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა პრობლემურ მონაკვეთზე კვლავ ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018