მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, გოგი აბუაშვილმა საქართველოს ჩემპიონატის ფარგლებში, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში გამარჯვებული სპორტსმენები დააჯილდოვა.
მცხეთის მერთან ერთად, გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები - გიორგი მძევაშვილი და გოგა თალაშვილი.
საქართველოს პირველობა თავისუფალ და კლასიკურ ჭიდაობაში 17 წლამდელთა შორის გაიმართა. შეჯიბრში 2009-2011 წლებში დაბადებული სპორტსმენები ყველა რეგიონიდან მონაწილეობდნენ.
ჩემპიონატი საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და ა(ა)იპ უმაღლესი დაოსტატების მცხეთის ჭიდაობის სკოლის მხარდაჭერით, 2-6 მარტს მცხეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრში ჩატარდა.