მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ქალთა საერთაშორისო დღე

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გოგი აბუაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად,  მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებსა და უხუცეს ქალბატონებს ქალთა დღეები მიულოცა და საჩუქრები გადასცა. 

,,საქართველოს ისტორიასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალს ყოველთვის მნიშვნელოვანი და გამორჩეული როლი ეკავა ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის საქმეში. მათი ღვაწლი, შრომა და თავდადება განსაკუთრებულ დაფასებასა და პატივისცემას იმსახურებს. 

გულითადად გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს და გისურვებთ კეთილდღეობასა და წარმატებას”, - განაცხადა გოგი აბუაშვილმა. 

სასაჩუქრე ტკბილეულის ნაკრები მცხეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 450 მრავალშვილიან დედას და უხუცეს ქალბატონს გადაეცა.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018