მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სამუშაო შეხვედრა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს დასახლებათა განაშენიანების რეგულირების, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ტერიტორიების ფუნქციური და ზონალური განაშენიანების საკითხები. საუბარი ასევე შეეხო მუნიციპალიტეტში ახალი დასახლებების შემდგომი განვითარების მიზნით არსებული რეგულაციების გაუმჯობესებასა და მიწათსარგებლობის წესებს. განსაკუთებული ყურადღება დაეთმო უწყებების კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ერთიანი ხედვის შესაბამისად განვითარებას. 

პრობლემების იდენტიფიცირების, ასევე არსებული საჭიროებებისა და პოტენციალის სწორად განსაზღვრის მიზნით, შეხვედრის მონაწილეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრას რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე ზაგაშვილი, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსი ზურაბ წიკლაური, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გოგი აბუაშვილი, პირველი მოადგილე გივი გიუტაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი, მოადგილეები, დეპუტატები, მერიის შესაბამისი სამსახურების და სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018