მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, გიორგი მძევაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის გარემოსდაცვითი რეგიონული სამმართველოს უფროსთან, ლევან ქარდავასთან ერთად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს ნარჩენების უკანონო განთავსებისა და არასწორი მართვის საკითხები, ასევე გარემოს დაბინძურების საპრევენციო მექანიზმები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამეურნეო სამუშაოებზე, დარღვევებზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გასატარებელ ღონისძიებებსა და ნარჩენების მართვის კოდექსზე.
საუბარი ასევე შეეხო გაზაფხულის სეზონზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით წვის საკითხს, რასთან დაკავშირებითაც კიდევ ერთხელ განიმარტა, რომ აღნიშნული ქმედება ექვემდებარება დაჯარიმებას.