მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


წილკანში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გოგი აბუაშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, თეიმურაზ ბექაურთან და მერის პირველ მოადგილე, გივი გიუტაშვილთან ერთად გაეცნო.

პროექტების ფარგლებში, წილკნის ღვთისმშობლის სახელობის მიმდებარედ არსებული ტერიტორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები ტერიტორიის ქვაფენილით მოპირკეთებას, მოსახლეობის ღობეების კეთილმოწყობასა და არსებული ჭიშკრების აღდგენით ღონისძიებებს ითვალისწინებს. პროექტი საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი კაპიტალური გრანტიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 460 000 ლარზე მეტით დაფინანსდა.  

წილკანში ასევე დასრულდა შიდა საუბნო გზების ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები. გზის ერთ კილომეტრამდე მონაკვეთზე დაიგო ასფალტის საფარი, გარკვეულ ადგილებში მოეწყო სანიაღვრე არხები და მოწესრიგდა მოსახლეობის ეზოებამდე მისასვლელი მონაკვეთები. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან  248 000 ლარზე მეტით დაფინანსდა.

სოფელ წილკანში მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები ასევე დაათვალიერეს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გივი გიუტაშვილმა და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018