მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გოგი აბუაშვილი და მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თეიმურაზ ბექაური სოფელ მუხრანში საჭიდაო დარბაზის ეზოს კეთილმოწყობის პროექტს გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში ეზოს ტერიტორია შემოიღობა პანელური ღობით, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, დაიგო ქვაფენილი, დამონტაჟდა გარე განათება, სახანძრო წყალმომარაგების ონკანი, ბიოგამწოვი სისტემა და განხორციელდა სხვა საჭირო სამუშაოები.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 330 000 ლარზე მეტით დაფინანსდა.
პროექტის მიმდინარეობასა და საჭიდაო დარბაზში არსებულ ვითარებას ასევე გაეცნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურებისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.