ვუსამძიმრებ ქართველ ერს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - ილია II-ის გარდაცვალებას, რაც უდიდესი დანაკლისია ქართველი ერისა და დედა ეკლესიისთვის.
ფასდაუდებელია უწმინდესისა და უნეტარესის ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე. იგი, როგორც სულიერი მამა, მთელი ნახევარი საუკუნე წინ მიუძღოდა ქართველ ერს გაჭირვებასა და სიხარულში. თავისი გონივრული გადაწყვეტილებებით სიმშვიდეს, იმედსა და უკეთესი მომავლის რწმენას ნერგავდა ქართველ ხალხში.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს ჩვენი პატრიარქი და დაუმკვიდროს მარადიული სასუფეველი.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი - გოგი აბუაშვილი