მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მიმდინარე პროექტები მცხეთაში

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გოგი აბუაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, თეიმურაზ ბექაურმა და  მერის პირველმა მოადგილემ გივი გიუტაშვილმა ქალაქ მცხეთაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული, დასრულებული და მიმდინარე პროექტები დაათვალიერეს. 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელებს და მათგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია პროექტების მიმდინარეობასთან და შექმნილ საჭიროებებთან დაკავშირებით. საუბარი შეეხო არსებული პრობლემების ეფექტურად გადაჭრის გზებს და პროექტების დროულად და ხარისხიანად შესრულების მიზნით გაიცა კონკრეტული მითითებები. 

ქალაქ მცხეთაში, აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ არსებული სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში შეიცვალა განათების სისტემა, მაყურებელთა სკამები, კალათბურთის ფარები და ფეხბურთის კარის ბადეები, ასევე შეიღება რკინის ღობე. დაგეგმილია ახალი ხელოვნური საფარის დაგება. სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 112 500 ლარს შეადგენს. 

სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე, სადაც დაიგო ქვაფენილი. 

ჯავახიშვილის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოების დროს მოეწყო გზის საფუძველი და დაიგო ასფალტბეტონის საფარის პირველი ფენა, განახლდა და მიწის ქვეშ განთავსდა ქუჩაზე არსებული კომუნიკაციების ნაწილი. ამ ეტაპზე ადგილზე მიმდინარეობს ბეტონის გვერდულებისა  და ბორდიურების მოწყობა, ასევე მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების ჭიშკრებამდე და ჩიხების შესასვლელებამდე ასფალტის საფარის დაგება. პროექტის მიხედვით დაგეგმილია ასფალტბეტონის მეორე ფენის დაგება, საკანალიზაციო ჭების გზის ნიშნულამდე მიყვანა და ახალი გარე განათების დამონტაჟება.  სამუშაოების სახელშეკრულებო თანხა 295 760 ლარია.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018