მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სამუშაო შეხვედრა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტის შემუშავების პროცესის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გოგი აბუაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ელოშვილმა და მერის მოადგილეებმა - გიორგი მძევაშვილმა და გოგა თალაშვილმა, სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად განიხილეს გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტის შემუშავების ეტაპები, ხედვა, მიდგომები, მომზადების ვადები, ძირითადი მიზნები და ამოცანები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროცესის ეფექტიანად და სრულფასოვნად წარმართვის აუცილებლობაზე.

,,გრძელვადიანი განვითარების გეგმა უნდა ეფუძნებოდეს მუნიციპალიტეტის რეალურ საჭიროებებს, არსებულ რესურსებსა და განვითარების პოტენციალს, ის აუცილებლად უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული და მოქალაქეთა ინტერესებზე მორგებული,”- განაცხადა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, გოგი აბუაშვილმა.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018