მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ტურნირი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებისა და ა(ა)იპ სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლის ორგანიზებით, გალავნის საკალათბურთო დარბაზში მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ტურნირი გაიმართა „მხიარულ სტარტებში”.

შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს მცხეთის, თიანეთის და ახალგორის საჯარო სკოლის გუნდებმა. 

I ადგილი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა და ზონალურ ეტაპზე გადავიდა. 

II ადგილი - ახალგორის მუნიციპალიტეტის წეროვნის #3 საჯარო სკოლამ, ხოლო III ადგილი წილკნის საჯარო სკოლამ დაიკავა.

შეჯიბრის მონაწილეებს გადაეცათ თასი და დიპლომები.

რეგიონულ ღონისძიებას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, გოგა თალაშვილი, მერიის განათლების კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი თამაზ გრძელიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი, თინათინ ხუნდაძე, მერიისა და სხვადასხვა სახეობის სასპორტო სკოლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018