მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებულ ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოსა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შორის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა ისაუბრეს საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ზედამხედველობისა და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის საკითხებზე. ასევე, გაეცნენ მთელი წლის განმავლობაში ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით საბჭოს საქმიანობის, მისი ფუნციონირებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაციას.
შეხვედრას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი მძევაშვილი, სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტალახაძე, დეპარტამენტის, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.